პეტრე I დიდი (რუს. Пётр I Великий; საკუთარ თავს ეძახდა გერმანულად პეტერ — Пeтeрь) (დ. 9 ივნისი,
1672, მოსკოვი
— გ.
8 თებერვალი,
1725, სანქტ-პეტერბურგი)
— რუსეთის
ცარი
1682-1721 და
იმპერატორი
1721-1725 წლებში.
პეტრე დაიბადა 1672 წელს მოსკოვში, კრემლში. იგი რუსეთის მეფის ალექსეი I-ს მე-12 შვილი იყო. დედამისი ნატალია ნარიშკინა ალექსეის მეორე ცოლი იყო. მამისა და უფროსი ძმის, ცარ თედორე III-ის სიკვდილის შემდეგ პატარა პეტრე ძალაუფლებისთვის მებრძოლ ბოიართა
ორი
დაჯგუფების
ბრძოლის
ცენტრში
აღმოჩნდა.
ერთი
მხრივ
მილოსლავსკები
- ცარ
ალექსეის
პირველი
ცოლის
სანათესაო
და
მეორე
მხრივ
ნარიშკინები
- პეტრეს
დედის
ნატალიას
გვარეულობა
სამეფო
ტახტზე
თავიანთი
კანდიდატის
დასმისათვის
იბრძოდნენ.
1682 წელს ცარ ფედორის დასაფლავების შემდგომ ბოიარების დუმამ პატრიარქ იოაკიმის დასტურით პეტრე ცარად გამოაცხადა. თუმცა მალე მოსკოვში მილოსლავსკებისა და პეტრე უფროსი დის ცარევნა
სოფიას
მიერ
პროვოცირებული
სტრელეცების
ბუნტი
დაიწყო,
რომელსაც
ნარიშკინების
საგვარეულოს
მრავალი
წარმომადგენელი
ემსხვერპლა.
საბოლოოდ
ორივე
ძმა,
პეტრე
და
ივანი
ერთდროულად
იქნენ
ტახტზე
დასმული.
ივანი
მართალია
"უფროს"
ცარად
ითვლებოდა,
მაგრამ
სინამდვილეში
მთელი
ძალაუფლება
ხელში
აიღო
მისმა
ნახევარდამ,
სოფიამ,
რომელმაც
თავი
რეგენტად
გამოაცხადა
და
სამეფო
საქმეებს
სრულიად
ჩამოაშორა
ნატალია
ნარიშკინა.
სოფიას
მმართველობის
დროს
პეტრე
დედასთან
ერთად
მოსკოვის
მიმდებარე
სოფლებში
- კოლომენსკოესა
და
პრეობრაჟენსკოეში
ცხოვრობდა.
17 წლის ასაკში დედის დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ პეტრე თავისი ნების წინააღმდეგ იქორწინა ევდოკია ლოპუხინაზე. მიუხედავად ცარევიჩ ალექსეის დაბადებისა 1690 წელს იგი დემონსტრაციულად
იგნორირებას
უკეთებდა
მეუღლეს.
1689 წელს
ცარევნა
სოფია
კვლავ
შეეცადა
მოეწყო
სტრელეცების
ბუნტი.
მას
გამიზნული
ჰქონდა
პეტრე
მთლიანად
ჩამოეცილებინა
სახელმწიფო
საქმიანობისათვის
და
ერთპიროვნული
მმართველი
გამხდარიყო,
მაგრამ
ნარიშკინებმა
ამჯერად
დაასწრეს
სოფიას.
იგი
დააპატიმრეს,
ჩამოართვეს
რეგენტობა
და
ნოვოდევიჩის
მონასტერში
გამოკეტეს.
ივანე
V, რომელიც
ამ
დროისთვის
გონებასუსტი
და
თითქმის
ბრმა
იყო,
მის
სიკვდილამდე
(1696) ნომინალურ
თანამმართველად
იქნა
დატოვებული.
ახალგაზრდა მეფის პირველ დამოუკიდებელ პოლიტიკურ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს 1695 წელს მოწყობილი
აზოვის
აღების
მცდელობა.აზოვის ციხესიმაგრე
მნიშვნელოვან
სტრატეგიულ
პუნქტს
წარმოადგნდა
არა
მარტო
შავ
ზღვაზე
გასასვლელის
ჰქონის
გამო,
არამედ
თათრების
თავდასხმებისაგან
რუსეთის
სამხრეთი
რაიონების
უშიშროების
უზრუნველყოფის
მხრივაც.
1695 წლის
პირველი
აზოვის
ლაშქრობა
წარუმატებელი
გამოდგა.
ფლოტის
არყოლის
გამო
აზოვი
ზღვიდან
მარაგდებობდა
და
რუსეთის
არმიამ
ვერ
მოახერხა
ციხის
აღება.
1696 წლის
ზამთარში
და
გაზაფხულზე
პეტრემ
ვორონეჟში
ორგანიზება
გაუკეთა
სამდინარო
ფლოტის
მშენებლობას.
მცირე
ფლოტილიითა
და
ახალი
სამეთაურო
შემადგენლობით
პეტრემ
გაიმეორა
შტურმი
აზოვზე
და
1696 წლის
19 ივლისს
თურქთა
გარნიზონმა
იარაღი
დაყარა.
რამდენიმე
დღის
შემდეგ
აზოვის
ზღვის
სანაპიროზე
საძირკველი
ჩაეყარა
ქალაქ
ტაგანროგის
მშენებლობას.
პეტრეს ინიციატივით დაიწყო სავაჭრო გემების მშენებლობის ფართო პროგრამა. ამისათვის მან მიწათმფლობელები გააერთიანა კომპანიებში
და
დაავალა
მათ
თითო
გემის
აშენება.
არმიისა
და
ფლოტი
რეორგანიზაციის
საქმეში
პეტრე
ძირითადად
უცხოელ
სპეციალისტებს
ეყრდნობოდა.
აზოვის
ლაშქრობის
დასრულების
შემდეგ
მან
გადაწყვიტა
საზღვარგარეთ
სასწავლებლად
გაეგზავნა
თავადაზნაურთა
ახალგაზრდა
ვაჟები,
სულ
მალე
იგი
თვითნაც
გაემგზავრა
სამოგზაუროდ
ევროპაში.
ამ დროისთვის ნელ-ნელა იზრდებოდა უკმაყოფილება პეტრეს პოლიტიკის მიმართ. 1697 წელს ბერმა ავრამიმ
ქადაგებაში
გააკრიტიკა
ცარის
პოლიტიკა
და
მიუთითა
მის
მიერ
გადადგმულ
არასწორ
ნაბიჯებზე,
რომლებიც
ეწინააღმდეგებოდნენ
ტრადიციებს.
იმავე
წელს
გახსნილი
იქნა
ციკლერის
შეთქმულება,
რომელიც
მიზნად
ისახავდა
სტრელეცების
ბუნტის
მოწყობას.
ორივე
შემთხვევაში
პოლიტიკური
მოწინააღმდგეები
სასტიკად
იქნენ
დასჯილნი.